пятница, 20 декабря 2013 г.

1.   პროექტის სახელი: ,,გრიგოლ ხანძთელის ნაკვალევზე”.


2.  პროექტის მოკლე აღწერა 1-2  წინადადებით: გავიგოთ რა მდგომარეობაშია დღეს გრიგოლ ხანძთელის მიერ აგებული ტაძრები.


3.  პროექტის აქტუალობა: მოსწავლეებმა გაიგონ რა საფრთხე ემუქრება ქართულ ეკლესია-მონასტრებს.


4.  პროექტის მიზნები:   მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას ტაო-კლარჯეთში გრიგოლ ხანძთელის მიერ აგებული ტაძრების შესახებ. გაიგებენ რა მდგომარეობაშია,ფუნქციონირებენ თუ არა,რა სახის დახმარებას საჭიროებენ და რამდენად ხელმისაწვდომია ისინი ქართველი საზოგადოებისათვის.


5.  მონაწილეთა ასაკი:15 წელი. მე-10 კლასი.


6.   ვადები/ხანგრძლიობა: 2 თვე.


 7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქცია რაც შეიძლება შეიქმნას:კედლისა და ელექტრომული გაზეთი, ფოტოალბომი, პრეზენტაცია.
 8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ინტერნეტი,დამხმარე
ლიტერატურა,ვატმანი,პროექტორი,კომპიუტერი.


 9. პროექტის მსვლელობა ( ძირითადი აქტივობები).მასალის მოძიება დამხმარე ლიტერატურისა და ინტერნეტის საშვალებით,მოძიებულ მასალაზე მსჯელობა, დისკუსიის გამართვა,თითოეულ ტაძარზე კედლის გაზეთის შექმნა;პრეზენტაციის გაკეთება.
 10. საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული ენა და ლიტერატურა; ისტ_ი.

 ქართ. X.2. კორექტულია ოპონენტების მიმართ, ისმენს და კონსტრუქციულად პასუხობს განსხვავებულ აზრს.  
 ქართ. X. 3. აუდიტორიის წინაშე მოხსენებით გამოსვლისას მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის ეფექტიანობის გასაძლიერებელი ხერხების გამოყენება.
 ქართ. X. 4. მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელთა ზეპირი მოხსენებების გაანალიზება და შეფასება.

ისტ_ი:
ის ტექნ: 
ქმნის თავისი ასაკობრივი გუფისთვის შესაბამისი ციფრული ფორ­მატის პროდუქტს როგორც ინდივიდუალურად, აგრეთვე თანაკლასელებთან ერთად; ასევე მასწავლებლის ან მშობლის დახმარებით;
ის ტექნ:   
 იყენებს საძიებო სისტემას ინფორმაციის სხვადასხვა წყაროდან მისაღებად (მაგალითად მოიძიებს ლექსის ტექსტს, აუდიო ან ვიდეო ფაილს  ნახატი ფილმიდან  ან საბავშვო ფილმიდან ნაწყვეტს);


21_ე საუკუნის უნარ-ჩვევები:
  •      სხვადასხვა ჯგუფთან ეფექტური მუშაობის უნარის დემონსტრირება;
  •     ინფორმაციის ეფექტურად და ეფექტიანად მოპოვება, კრიტიკული და კომპეტენტური შეფასება,      ინფორმაციის ზუსტად და შემოქმედებითად გამოყენება მოცემულ საკითხთან თუ პრობლემასთან დაკავშირებით;
  •      მოსაზრებებისა და გადაწყვეტილებების საჭიროებისამებრ დაბალანსება სხვადასხვა ჯგუფთან ერთობლივი მუშაობისას; 


  
 12.ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: xatunagiorgadze25@gmail.com
   
  13 პროეტის ვებ-გვერდი/ბლოგი: giorgadze5.blogspot.com